Loading the player...


INFO:
📣 თუ სამსახურში გამოსაცდელი ვადით ხარ აყვანილი, მაშინ ყურადღებით უსმინე ამ ვიდეოს. 📌 იმისთვის რომ დამსაქმებელმა შეამოწმოს დასაქმებულის შესაბამისობა კონკრეტულ თანამდებობასთან, ის უფლებამოსილია დადოს ამ უკანასკნელთან შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით. ❗️გახსოვდეთ, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადება დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და მაქსიმუმ 6 თვის ვადით. 📌 გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, დასაქმებულმა უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა დაამტკიცოს, მისი უნარების, გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. 📌 პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებულს არ უხდიან შრომის ანაზღაურებას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. ❌ გახსოვდეთ, ეს არის შრომის კანონმდებლობის დარღვევა, რადგანაც შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი ცალსახად ავალდებულებს დამსაქმებელს, რომ გადაუხადოს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის მთელი პერიოდის განმავლობაში. 📌 დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება. 📌 დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დამსაქმებელს არც გათავისუფლების საფუძვლის მითითებისა და შესაბამისად, არც გათავისუფლების საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება არ აქვს. ❗️თუმცა, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა, ერთი მხრივ, დასაქმებულის შეუსაბამობა შესასრულებელ სამუშაოსთან და, მეორე მხრივ, დაკისრებული ვალდებულებების არასათანადო შესრულება, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი გამოსაცდელ ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. 📌 თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა, შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ შრომის ანაზღაურების გადახდა ნამუშევარი დროის შესაბამისად. ❓თუ გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაქვს, დაწერე კომენტარებში ან მომწერე პირად შეტყობინებაში. ⭕️ სხვა საინტერესო და გამოსადეგი რჩევებისთვის, გამოიწერე ჩემი გვერდი. 🔵 გამომყევი და შეიარაღდი საჭირო სამართლებრივი ცოდნით.